მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი: საპენსიო რეფორმაში გათვალისწინებული 6%-იანი სქემა არ იქნება საკმარისი, სათანადო პენსიის დასაგროვებლად

58da4b5b5d455
BM.GE
28.03.17 15:36
1737
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის განცხადებით, საპენსიო რეფორმაში გათვალისწინებული სისტემა, რომელიც თვეში ხელფასის 6%-ის დაზოგვას ითვალისწინებს, არ იქნება საკმარისი სათანადო პენსიის დასაგროვებლად. ამის შესახებ კიკნაველიძემ "საქმის კურსის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"მგონი, ზოგადად დაზოგვის კულტურა საქართველოში დიდი პრობელმაა და ამ მიმართულებით დიდი მუშაბა გვმართებს როგორც ხელისუფლებას, ასევე საბანკო სისტემას. ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა სწორი ნაბიჯია ამ მიმართულებით.

იმ სქემით, რაც გვაქვს 2+2+2, როდესაც ხელფასის 2%-ს საპენსიო ფონდში რიცხავს სახელმწიფო, 2%-ს დამსაქმებელი და 2%-ს დასაქმებული, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სათანადო პენსია ჰქონდეს პენსიონერს. მგონი 6%-იანი დანაზოგი არ იქნება საკმარისი, რომ საპენსიო პრობლემა გრძელვადიან პერიოდში გადაჭრან",- განაცხადა კიკნაველიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები