ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყველაზე მეტი - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის, 483,227 აქცია გაიყიდა 991,491 ფუნტ სტერლინგად, თიბისი ბანკის 102,447 ფასიანი ქაღალდი გასხვისდა და ჯამურმა ღირებულებამ 1,541,226 ფუნტი შეადგინა.
საქართველოს ბანკის 296,481 აქციაზე დაიდო გარიგება და ჯამურმა თანხამ 4.8 მილიონს გადააჭარბა, Georgia Capital-ის კი 178,997 აქცია გასხვისდა თითქმის 2 მილიონ ფუნტად.
რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, საქართველოს ბანკის ღირებულება 71 მილიონი ფუნტით გაუფასურდა, რაც საკმაოდ დიდი დანაკარგია. ამჟამად მისი ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე 760 მილიონი ფუნტია.
თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაციაც შემცირდა, თუმცა კლებამ გაცილებით ნაკლები, 9 მილიონი შეადგინა და 825 მილიონია. Georgia Capital 404 მილიონი ღირს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი კი 275 მილიონი.
თიბისი ბანკის 1 აქცია 15.22 ფუნტადაა შეფასებული, საქართველოს ბანკის 15.96 ფუნტი ღირს, Georgia Capital-ის 11.1, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კი 2.14

























