მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის იდეათეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა

ახალგაზრდებისთვის განათლების და აღმოჩენების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის. თანამედროვე ბიბლიოთეკები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 2000-მდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ STEM კუთხეც, სადაც გაეცნობიან მომავლის პროფესიების და STEM მეცნიერების საფუძვლებს. საქართველოს ბანკის რიგით 29-ე იდეათეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან და Monarch Hotel-თან თანამშრომლობით სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში აშენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები