მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკის იდეათეკებში განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით გამოჩნდება”

საქართველოს ბანკი
01.07.24 16:46
725
სტატიაში საუბარია:

"ჩაინიშნე საკითხავი - გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” – საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტის ფარგლებში ახალ კამპანიას იწყებს და წიგნების კითხვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი ლიტერატურული ნაწარმოები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, მათთვის საყვარელ წარმომადგენლებთან ერთად წაიკითხონ.

ზაფხულის არდადეგებზე ახალი თავშესაქცევი ისტორიებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად, 10 წიგნი შეირჩა. თითოეულის სამყაროში მოგზაურობისას მკითხველს თანამეგზურობას დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე, ანა კორძაია - სამადაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კოკო როინიშვილი გაუწევენ. თითოეულმა მათგანმა წიგნი შეარჩია საყვარელი ავტორების მათთვის გამორჩეული ფრაზების, წიგნის ნაწილების მიხედვით, რომლებმაც ისინი დააფიქრა, არსებული რწმენა-წარმოდგენები შეაცვლევინა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა... ახალი კამპანიის ფარგლებში მკითხველს შესაძლებლობა ექნება საზაფხულო საკითხავად შერჩეული წიგნები საყვარელი ინფლუენსერების მოსაზრებებითა თუ კომენტარებით წაიკითხონ და ახლებურად გაიაზრონ სხვადასხვა იდეები.

სპეციალური დიზაინის მქონე სანიშნები ათივე წიგნში განთავსდება და ავტორებისთვის, რეჟისორებისა და მუსიკოსებისთვის საინტერესო მომენტების აღმნიშვნელი იქნება.

წიგნების, ფრაზებისა და ავტორების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო.

ადამიანის პიროვნული განვითარების პროცესში კითხვა გადამწყვეტ როლს ასრულებს და ინდივიდის ჩამოყალიბებას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის ფარგლებში ხელი შევუწყოთ წიგნიერების დონის ზრდას და მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციას. ამისათვის, ვახორციელებთ კამპანიას, რომელიც ახალგაზრდებში წიგნებისადმი ინტერესის გაღრმავებას შეუწყობს ხელს და ახალი თავგადასავლების ძიებაში გაუწევს მეგზურობას. ამასთან, შესაძლებლობას მისცემს კითხვის მოყვარულებს, შეიძინონ განსაკუთრებული გამოცემები საყვარელი მწერლების, მუსიკოსისა თუ რეჟისორის კომენტარებით. მართალია, აღნიშნული გამოცემა ლიმიტირებული რაოდენობით გამოჩნდება, თუმცა, სკოლის მოსწავლეებისთვის იდეათეკების თაროებზე მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს უკვე მეექვსე წელია ახორციელებს - ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 22 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები