მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის იდეათეკის ხშირი სტუმარი - ნია გვიბირიძე საყვარელ წიგნებზე გვიყვება

ნია
BM. GE
23.08.23 12:47
83
სტატიაში საუბარია:

ყოველი ახალი წიგნი ახალ, ფერად თავგადასავალში მოგზაურობას გვპირდება. ისტორიები ნამდვილ მეგობრობაზე, სიყვარულზე, სიცოცხლის მშვენიერებაზე, საკუთარი თავის ძიებასა თუ სამყაროს თავისებურებების აღმოჩენაზე ზაფხულის ცხელ დღეებს თავშესაქცევად აქცევს.

მოსწავლეებისთვის წიგნების სამყაროში მოგზაურობა კიდევ უფრო გამორჩეული იდეათეკის სივრცეში ხდება.

საქართველოს ბანკის იდეათეკა ეს არის მულტიფუნქციური განათლების სივრცე რეგიონის სკოლებში, რომელიც თითოეულ ლოკაციაზე ახალგაზრდებს 2000-მდე წიგნსა და საგანმანათლებლო რესურსზე აძლევს წვდომას. ამასთან, იდეათეკაში განთავსებულია კომპიუტერები, პროექტორები და სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც ახალგაზრდებს შემეცნებისა და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების აღმოჩენის შესაძლებლობით უზრუნველყოფს.

ზაფხულის ცხელ დღეებში მოსწავლეები ისვენებენ. ამიტომ, სანამ საქართველოს ბანკის იდეათეკის სივრცე კვლავ ბავშვებით აივსება, გადავწყვიტეთ, მის ხშირ სტუმრებს მათ საყვარელ, ზაფხულში საკითხავ წიგნებზე გავსაუბრებოდით.

ნია გვიბირიძე იდეათეკის მკითხველია, ის შესვენებების დიდ ნაწილს სწორედ ამ სივრცეში ატარებს. დღეს კი თანატოლებს მის საყვარელ წიგნებს გააცნობს:

მარგარეტ მიტჩელის ქარწაღებულნი

პირველი წიგნი, რომელიც იდეათეკაში ჩემთვის გამორჩეულ ადგილს იკავებს მარგარეტ მიტჩელის ქარწაღებულნია.

სკარლეტ ო’ჰარას ისტორია, ამერიკის სამოქალაქო ომის რეალისტური აღწერა, ნამდვილი მეგობრობის ამბავი და სასიყვარულო სამკუთხედის მიერ შექმნილი დაძაბულობა ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც თქვენს ზაფხულის ცხელ დღეებს ახალ თავგადასავალს შესძენს.

ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლე

მეორე წიგნი რომელსაც გამოვარჩევდი, ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლეა. ოჯახური საგა, რომელიც პერსონაჟებთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობას გვპირდება. თაობათა ცვლა, რვა სიცოცხლე... მკითხველს თავბრუდამხვევი და ემოციური ისტორიის ნაწილად აქცევს. ამბის, რომლის მთავარი საზრისი თავად სიცოცხლეა.

საქართველოს ბანკის იდეათეკის ხშირი სტუმრების რეკომენდაციები ზაფხულში საკითხავი წიგნების შესახებ ამით არ სრულდება, ისინი საკუთარ თანატოლებს კიდევ უფრო მეტი საინტერესო ავტორებისა და პერსონაჟების გაცნობას ჰპირდებიან. საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

საქართველოს ბანკის იდეათეკების შესახებ საინტერესო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები