მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკის ინიციატივით, მუხრანში ახალი იდეათეკა გაიხსნა

სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს და ამბებს ჩვენც ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ და პრინციპში პირველივე დღიდან მივყვებით იდეათეკების ამბებს, რომლებმაც საქართველოს მასშტაბით ამ დრომდე 6 რეგიონში 16 სკოლა მოიცვა. 

მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს წვდომას შემეცნებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე რესურსზე - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზეა გათვლილი უკვე სოფელ მუხრანშიც გაჩნდა და ეს სივრცე მეჩვიდმეტეა. 

საქართველოს ბანკისთვის საგანმანათლებლო პროექტებში ინვესტირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ბანკი ამ მხრივ დაახლოებით 35-მდე პროექტს ახორციელებს. რაც შეეხება იდეათეკას, აღნიშნულმა უკვე ქვეყნის 6 რეგიონი მოიცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები