მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალი ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, ოლიმპიური კომიტეტის შენობაში ახალი ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში ოლიმპიზმის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტებია წარმოდგენილი. მათ შორის, საინტერესო ექსპონატები, ინფორმაციული და ვიზუალური მასალები ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტებზე, მის დამფუძნებლებსა და პრეზიდენტებზე, ოლიმპიურ სიმბოლოებსა და ცერემონიებზე, კონტინენტურ და ახალგაზრდულ ოლიმპიურ შეჯიბრებებზე. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია. მუზეუმთან ერთად ადგილზე ასევე გაიხსნა ბიბლიოთეკაც, რომელიც დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ქართული სპორტის მიღწევებს, ოლიმპიადების გამარჯვებულების ისტორიას, მათ მიერ მოპოვებულ ჯილდოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები