მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „Საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი“ გაიმართება

სტარტაპ სამიტი
20.08.24 19:06
84
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერებას და ინიციატივების განხორციელებას კვლავ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, „Საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი“, 20-21 აგვისტოს, ბათუმში გაიმართება.

საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის თავშეყრის სივრცეა, რომელიც მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში ნეთვორქინგის, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ექსპერტების მოხსენებები, დაესწრონ პანელური დისკუსიებს და არაერთ არაფორმალურ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა.

წლევანდელი ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი ვენჩურული ფონდების წარმომადგენელი ინვესტორები ეწვევიან. სპიკერები სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად, ფინტექ-კომპანიებში, საზღვაო ტექნოლოგიებში და განვითარებად ქვეყნებში ინვესტირებაზე ისაუბრებენ და ამასთანავე, შეჯიბრებაში მონაწილე სტარტაპებს შეაფასებენ.

ეროვნული შეჯიბრების გამარჯვებული სტარტაპის დამფუძნებლები ოქტომბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც გლობალური კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდებიან და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებენ.

„საქართველოს ბანკი უკვე წლებია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში უწყობს ხელს. წლების განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არაერთი საინტერესო ღონისძიება განვახორციელეთ და კვლავ ვაგრძელებთ. მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სტარტაპ სამიტი” - ს მხარდამჭერები ვართ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში ძლიერი სტარტაპ გარემოს შექმნას. წლევანდელ ღონისძიებას არაერთი საინტერესო, საერთაშორისო ვენჩურული ფონდის წარმომადგენელი დაესწრება და მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ამასთანავე, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნულ შეჯიბრებას ვმასპინძლობთ. კონკურსი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდის, Pegasus Tech Ventures-ის ჩართულობით იმართება და გამარჯვებულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, „სტარტაპების მსოფლიო თასზე” გამარჯვებისთვის და 1 მლნ. დოლარის ინვესტიციის მოსაპოვებლად იბრძოლონ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს, ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი სასარგებლო პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“. - აცხადებენ საქართველოს ბანკში

ღონისძიებაზე დასასწრებად და ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები