საქართველოს ბანკი როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Amazon – ის ღონისძიება AWS Cloud Day 21 ოქტომბერს, სტამბაში გაიმართა. ღონისძიებაზე სპიკერებმა მისულ სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და განიხილეს საუკეთესო პრაქტიკები ისეთ თემებზე როგორიცაა: ქლაუდ ტექნოლოგიები, ამაზონ ვებ სერვისი, ქლაუდის უსაფრთხოება, DevOps, Machine Learning და სხვა.