მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით AWS Game Day გაიმართა

AWS Game Day
04.10.24 16:27
368
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Amazon – ის ღონისძიება AWS Game Day გაიმართა.

ღონისძიების მიზანი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის პრაქტიკული შესაძლებლობის მიცემა იყო. „AWS Game Day”-ზე ჰაკათონი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა AWS-ის გადაწყვეტები რეალურ სამყაროში არსებულ პრობლემებს მიუსადაგეს.

ჰაკათონში მონაწილეობა დაინტერესებულ ადამიანებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად შეეძლოთ.

„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია აქტიურ რეჟიმში ცდილობს ამ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მთლიანად ქვეყანაში. წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ტექნოლოგიური ღონისძიების მხარდამჭერები ვყოფილვართ. AWS Game Day კი მორიგი ღონისძიებაა, რომლის მიზანიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის ამაზონის ვებსერვისების გაცნობა, მისი პრაქტიკაში გამოყენება და ინდივიდუალური გადაწყვეტების მოფიქრება იყო. გარდა ამისა, ღონისძიება მათთვის ნეთქვორქინგ გარემოს შექმნასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს გაეცნონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები