მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით B2B აგროფორუმი იმართება

დღეს თბილისი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით B2B აგროფორუმს მასპინძლობს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები, რომელთაც მოჰყავთ კაკლოვანი, დაფნის კულტურები, ხილი, აწარმოებენ ღვინოს და სურთ საკუთარი ბიზნესის ექსპორტზე გატანა. ფორუმის ძირითადი მიმართულება ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობაა. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოებიდან ექსპორტამდე ჩართულები არიან პროცესში. მათ შორის საკონსულტაციო კომპანიები - OCCO Global, EuroMonitor, EDA, Eximcrop, Globalize და სხვა. შეხვედრის ფარგლებში იმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები