გრანდ მოლი DAR HOLDING GROUP-ის წევრია, რომელიც მოიცავს ისეთ ბიზნესებს, როგორიცაა ჰიპერმარკეტების ქსელი Modus, სამშენებლო და დეველოპერული კომპანია (Dar Building), სასტუმრო ბიზნესი (Era Palace Hotel /Ramada Hotel) და სამშენებლო მასალების წარმოება (Dar Capital). ამ ჯერზე ბატონ ამირან დარჩიძესთან ინტერვიუ ვერ შედგა, თუმცა როგორც ვიცი პირობა სამომავლოდ ჯგუფის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე და შედეგებზე მასთანაც მონიშნულია.
BMG TV-ის მასპინძელი გრანდ მოლის დირექტორი რეზო მახარაძეა, რომელთან ერთადაც საუბარი საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსთან ერთად შედგა. საქართველოს ბანკმა ერთი წლის წინ EBRD-თან Batumi Grand Mall-თან ერთად ხელი მოაწერა პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი უკვე გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ევროა, სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდა. სავაჭრო ცენტრი 5 სართულით ჯამში მთლიანი სალიზინგო ფართს 24 000 კვადრატულ მეტრს და 1000 მდე დასაქმებულს ითვლის.