მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, DataFest Tbilisi ვორკშოპს გამართავს

საქბანკი
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ინოვაციების განვითარებასა და ამ დარგში ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი და DataFest Tbilisi თანამშრომლობას აგრძელებენ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს ვორკშოპზე- „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა” იწვევენ.

შეხვედრაზე განიხილება ბიზნესში AI მმართველობის პროცესების დანერგვა და ცვლილებები, რომლებიც საჭიროა ამ ტექნოლოგიისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობით, პრიორიტეტი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებს ენიჭება. იგი განსხვავდება სხვა მეთოდებისგან, რადგან ბიზნესს მკაფიო მოთხოვნებს უყენებს და მას რეალისტურ მიზნად აქცევს. AI სისტემებში მომხმარებელთა უკუკავშირისა და პრეფერენციების ინტეგრაცია კი ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ეთიკური სტანდარტებისა და რეგულაციების დაკმაყოფილება პროცესის ბუნებრივი ნაწილი ხდება. მათი თქმით, მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა მომხმარებლებთან ურთიერთობების გამყარებას, სერვისის მუდმივ გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას უწყობს ხელს.

ვორკშოპს ანა ჩუბინიძე, AdalanAI-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება. იგი, ასევე, Springer Nature-ის "ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის" ჟურნალის დამფუძნებელი სარედაქციო საბჭოს წევრია.

„ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობას რადიკალურად ცვლის და ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მუდმივად ვაკვირდებით სიახლეებს ამ სფეროში და როგორც ბიზნესებს, ისე ტექ.პროფესიონალებს განახლებულ ინფორმაციას და გამოცდილებას ვუზიარებთ. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi_ის პარტნიორობა გრძელდება და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. ვფიქრობთ, აღნიშნულ ვორკშოპზე ხელოვნური ინტელექტის ინჟინრები, ბიზნეს ლიდერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები საინტერესო მიგნებებს მოისმენენ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ვორქშოპი 28 ივნისს, 4-დან 7 საათამდე, ჰიბრიდულ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და 4B-ის შენობაში, ალ. ყაზბეგის 15-ში გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ამ ბმულზე. ვორკშოპის სამუშაო ენაა ქართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები