საქართველოს ბანკი ბიზნესის პარტნიორობით და იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართა. კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები. eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.






























