მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი გაიმართა

გურჯაანი
BM. GE
16.10.23 17:46
69
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი ღვინის კულტურისა და ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაციის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 14 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023 გაიმართა.  ღონისძიება ღვინის დღეების ფარგლებში ჩატარდა.

ფესტივალი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია უნიკალური  ქვევრის ღვინის და ქართული ბოთლის ღვინის განვითარების ხელშეწყობა, მცირე მეწარმეების აღმოჩენა და მათი ცნობადობის ზრდა. ასევე, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერის და ასაკის ღვინის, ჭაჭისა და სხვა  სასმელის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. 

„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში უწყობს ხელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაციას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფესტივალი გურჯაანში, უკვე მეხუთედ გაიმართა. მსგავსი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალ პერსპექტივებს უჩენს ბიზნესს, ეხმარება დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ პარტნიორები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, ამიტომაც, არ ვჩერდებით და განვაგრძობთ საინტერესო პროექტების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში“ – განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, საქართველოს ბანკის აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორია. 2022 წელს IWSC-ის კონკურსის ისტორიაში პირველად ის საქართველოში ჩატარდა, ჟიურიმ 500 ქართული ღვინო შეაფასა და რეკორდული რაოდენობების ოქროს მედლებით დააჯილდოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები