საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის ინვესტიციით, „გზა 2015“-მა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში სამშენებლო მასალების მწარმოებელი ახალი ქარხანა ააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ევრო იყო. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2.5 მილიონ ევროს შეადგენდა და ის ქარხნის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდა.






























