პანელურ დისკუსიაში - "საქართველოს საბანკო სექტორი: ლიდერობა, სტრატეგია და გზა 2027 წლისკენ’’ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძეც მონაწილეობდა და დისკუსია ისეთ მნიშვნელოვან თემებს შეეხო როგორიცაა: ქართული საბანკო სექტორის სტრატეგია და კომერციული პოზიციონირება; შუა დერეფნის შესაძლებლობები, ციფრული ფრანსფორმაცია და ა.შ. როგორც არჩილ გაჩეჩილაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში საბანკო სფერო საკმაოდ დინამიურად ვითარდება და ტექნოლოგიური წინსვლასაც ფეხს უბამს.






























