მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „სახლი 71“ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

საქბანკჯი
BM. GE
16.10.23 15:38
9
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „სახლი 71“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს, ისნისა და სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 9.8 მილიონი აშშ დოლარია. 

„სახლი 71“ ახალი დეველოპერული კომპანიაა,  რომელსაც მასშტაბური გეგმები აქვს და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს.  მიმდინარე პროექტი 10,000 კვადრატულ მეტრზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ერთ 16 სართულიან და ორ 23 სართულიან კორპუსს გააერთიანებს. ჯამში 600 ბინა აშენდება. კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და პირველი ბლოკი 2023 წლის დეკემბერში.

კომპლექსი სრულად კი 2026 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ბინების გარდა, აპარტ ოტელის , საოფისე და კომერციული ფართების, საპარკინგე სივრცის,  ასევე 3,000 კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული ზონის, სათამაშო მოედნისა და სკეიტ პარკის მოწყობას ითვალისწინებს.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. „სახლი 71“ - თან პარტნიორობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის  სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს,  ჩვენ  აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას,  რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“ - აღნიშნა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები