მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქმიანი საზოგადოება გუშინ სასტუმრო რუმსში შეიკრიბა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით,ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია ესწრებოდნენ. კონფერენციაში მონაწილეობაზე, მსურველთა რეგისტრაციის ოთხ თვიანი პროცესი იყო, რის შედეგადაც, კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 130-მა ქართველმა და უცხოელმა საერთაშორისო დონის მკვლევარმა გამოთქვა. კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტმა კი, რომელიც ქართველი და უცხოელი ეკონომისტებისგან არის დაკომპლექტებული, მიღებული განაცხადებიდან 63 საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი შეარჩია, რომლებმაც მათი მიგნებები ფართო აუდიტორიას წარუდგინეს. ამ მეცნიერთა ნაშრომები და მიგნებები მოიცავდა ისეთ აქტუალურ ეკონომიკურ თემებს როგორიც არის მაკროეკონომიკური რეგულაციები, მონეტარული პოლიტიკა, კარბონის გადასახადები და მათი გავლენები, გენდერული გამოწვევები, დასაქმება, საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევები და ა.შ..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები