მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით შპს "ველი ნატახტარი" ლუდის საწარმოს აშენებს

საქართველოს ბანკი
01.04.24 14:54
1401
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, შპს ველი ნატახტარი ლუდის საწარმოს აშენებს.

პროექტი სოფელ ნატახტარში განხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2.9 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი მშენებლობასა და საწარმოს დანადგარებით აღჭურვას მოხმარდება.

აღნიშნული პროექტი, სოფელ ნატახტარში, 3,000 კვ.მ -ზე ხორციელდება და ის საწარმოს და შემნახველი საწყობის მშენებლობას ითვალისწინებს. საწარმო უმაღლესი ხარისხის, გერმანული დანადგარებით აღიჭურვება და წარმოება გერმანული ტექნოლოგიით წარიმართება. საწარმო საშუალოდ, დღიურად 10 ტონა, ხოლო თვიურად, 250 ტონა ლუდის წარმოებაზეა გათვლილი.

„შპს „ველი ნატახტარი ახლადაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი ლუდის წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით შეიქმნა. ახალ საწარმოში შესაძლებელი იქნება სრული ციკლის გამართვა, ნედლეულის მიღებიდან ლუდის ჩამოსხმა-შენახვამდე. საწარმოში, როგორც ტრადიციული, ასევე, პასტერიზებული, არაპასტერიზებული, გაუფლიტრავი და კრაფტ ლუდის წარმოება იგეგმება, რაც სრულად გერმანული ნედლეულით მოხდება, ისევე როგორც პროცესი, ისიც გერმანული ტექნოლოგიით, ვაინშტეფანის გამოცდილებაზე დაყრობით და მათთან კონსულტაციით წარიმართება. თავდაპირველად, ბაზარზე ორი ბრენდით ვიქნებით წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ საწარმოს გაფართოებასა და ახალი ბრენდების დამატებას ვგეგმავთ“, - განაცხადა რომან პაიკიძემ, შპს „ველი ნატახტარის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა.

“საქართველოს ბანკისთვის რეგიონების განვითარება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი ლუდის საწარმო გაიხსნება, რომელიც უმაღლესი ხარისხის დანადგარებით იქნება აღჭურვილი, ხოლო წარმოება გერმანული ნედლეულითა და სტანდარტებით მოხდება, რაც ლუდის წარმოებას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. ასევე, მიგვაჩნია რომ ადგილობრივი წარმოება კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, გაზარდოს კონკურენცია, და შესაბამისად, წაახალისოს კონკურენტული ფასის წარმოქმნა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები