მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტრადა მოტორსი გაფართოვდა

სტრადა მოტორსი
05.06.24 17:34
413
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სტრადა მოტორსი ფართოვდება. ახალი სერვის ცენტრი ბელიაშვილის #191 - ში გაიხსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი სერვის ცენტრის მშენებლობას, დანადგარების შესყიდვასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას მოხმარდა.

ახალი სერვის ცენტრი 1500 კვ.მ ფართობზე აშენდა და ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი დიზაინით მოწყობილ სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს. მათ შორის, ავტომობილის მომსახურების ზონებს, მიმღებ განყოფილებას, საპარკინგე ტერიტორიას, კომფორტულ მოსაცდელს, შეხვედრების ოთახს, აქსესუარებისა და ავტონაწილების განყოფილებას, ტერასას, კაფესა და სხვა სივრცეებს.

„კომპანია სტრადა მოტორსი მსოფლიო ავტობრენდების FIAT, Jeep, Alfa-Romeo, Dodge, RAM - ის და ახლა უკვე Chevrolet-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. ის 2010 წელს შეიქმნა და წლების მანძილზე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, სანდო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ კომპანიად ჩამოყალიბდა. ჩვენ ყოველთვიურად 1000-მდე მომხმარებელს ვემსახურებით. წლების მანძილზე, სტრადა ჯგუფის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 2011 წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ახალი ცენტრი ავაშენეთ, 2014-2016 წლებში კომპანია Jeep-ისა და Alfa Romeo-ს ექსკლუზიური დილერი გავხდით, 2023 წელს დავიმატეთ ამერიკული Dodge და RAM, ხოლო მიმდინარე წელს საქართველოში Chevrolet-ის ოფიციალური დილერები გავხდით. ახლახან, ახალი სერვის ცენტრი გავხსენით, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ FIAT - ის, Jeep - ის, Alfa Romeo - ს, Dodge -ისა და RAM - ის ბრენდის ავტომობილების მოვლა-შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურება ერთ სივრეში მიიღონ. სამომავლოდ მომხმარებლებს არაერთ სიახლეს ვპირდებით, ვგეგმავთ Chevrolet-ი ოფიციალურ პრეზენტაციას. ასევე, ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ , FIAT -ის , Alfa Romeo - ს , Jeep- ის , Dodge -ისა და RAM - ის ახალი შოურუმის მშენებლობის პროექტზე“, - განაცხადა სტრადა მოტორსის დირექტორმა, ზურაბ გვაზავამ.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, მივცეთ მათ ახალი შესაძლებლობები საინტერესო პროექტების განსახორციელებლად და უკვე არსებულის განსავითარებლად. სტრადა მოტორსთან წლებია ვპარტნიორობთ, არამხოლოდ ფინანსური რესურსითა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსების კუთხით, არამედ ქონსალთინგისა და მარკეტინგული მიმართულებითაც. კომპანიამ, ქართულ ბაზარზე, წლების განმავლობაში როგორც სანდრო, ხარისხიანმა და წარმატებულმა კომპანიამ დაიმკვიდრა თავი. ჩვენთვის ძალიან საამყოა, როდესაც წლიდან წლამდე კომპანიის ამგვარ განვითარებას და გაძლიერებას ვხედავთ. ამჯერად, სტარდა მოტორსმა ახალი, კომფორტული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილის სრულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია სამომავლოდ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ - განაცხადა ნიკოლოზ მითაიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები