მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "თერმოინდუსტრიამ" მზის პანელები დაამონტაჟა

თერმოინდუსტრია
BM. GE
29.08.23 19:47
66
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორდ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით „თერმოინდუსტრიამ“,  კომპანია „გრინ ენერჯის“ დახმარებით, მზის პანელები დაამონტაჟა. 

პროექტის ჯამური ღირებულება 570,000 ლარია, ინვესტიცია სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოში წამყვანი მზის პანელების საპროექტო და სამონტაჟო კომპანიის ,, Green Energy '' –ის მიერ, რომელიც ამავდროულად ,,  Yingli Solar '' -ის  ოფიციალური  წარმომადგენელია,– თერმოინდუსტრიის  ცენტრალურ ფილიალში 305.2 კვტ სიმძლავრის მზის სადგური დამონტაჟდა. თითო პანელი  545 ვატიანია, ჯამში 560 ცალი. მზის სადგურის წლიური გენერაცია კი, შეადგენს – 353 მგვტ/სთ–ს.

„ „თერმოინდუსტრია“ გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში, რომელიც 50-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს.  „თერმოინდუსტრია“  გარემოს დამცველი კომპანიაა, რასაც მოწმობს მათი პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ფლობენ ISO და KIWA სერტიფიკატებს, რაც თავის მხრივ, ადასტურებს, რომ  დანადგარები ენერგოეფექტური და უსაფრთხოა.  მწვანე მიმართულების გაძლიერების კუთხით, კომპანია სამომავლოდ გეგმავს,  ყველა ფილიალზე  მზის პანელები დაამონტაჟოს.“  - განაცხადა ნათია ფაილოძემ, „თერმოინდუსტრიის“ მარკეტინგის დირექტორმა.

„გარემოზე ზრუნვა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. ჩვენს პარტნიორ კომპანია „თერმოინდუსტრია“-ს კარგად ესმის გარემოზე ზრუნვისა და ამავდროულად, ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღებად, 560 ერთეული მზის პანელი დაამონტაჟა, ჯამში – 305.2 კვტ დადგმული სიმძლავრე. აღნიშნული სადგური წლიურად გამოიმუშავებს 353 მგვტ/სთ–ს,  რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს და გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგება. მოხარულები ვართ, ამ თანამშრომლობით და წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი მწვანე მიმართულებით“ – განაცხადა ნინო გერგედავამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

„თერმოინდუსტრიის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები