მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Georgia-ს აქსელერაციის მეორე ნაკადი მიმდინარეობს

BM.GE
04.12.20 10:28
1527
საქართველოში 500 Georgia-ს აქსელერაციის მეორე ნაკადი მიმდინარეობს და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში ქართულ სტარტაპებთან ერთად უცხოური კომპანიებიც არიან წარმოდგენილები. 15 კომპანიისთვის ამ ეტაპზე ონლაინ ,,ბუთქემფი“ მიმდინარეობს და ის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ბერჯერ აღგვინიშნავს, რომ ამ პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. პირველი ნაკადის შედეგებით მოზიდული ინვესტიციის მოცულობა 5 მლნ დოლარია და ორი გამარჯვებული სტარტაპი Cardeal და Cargon, 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონ ველიზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

სტუმრები: ვახო ვახტანგიშვილი - საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი;
ნინო დვალიძე - My Nanny-ის გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები