მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Data Challenge-ის მეორედ იწყება

BM.GE
21.11.22 10:00
335
საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს - Data Challenge-ის მეორე სერიას იწყებს. Data Challenge-ის კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტო, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში, შეასრულონ მოცემული დავალება და გამარჯვების შემთხვევაში მოიგონ ფულადი პრიზი. საპრიზო ფონდი შემდეგი პრინციპით გადანაწილდება: პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარს მიიღებს; მეორე ადგილზე - 15 000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე - 5 000 ლარს. გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში. მონაწილეებს ამოცანის ამოსახსნელად და ვებ-გვერდზე პასუხის დასაფიქსირებლად ვადა 2022 წლის 22 ნოემბრიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე ექნებათ. რაც შეეხება DataFest თბილისს, ის მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდა და გააერთიანა ადამიანები, რომელთა საქმიანობაც მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას და ვიზუალიზაციას უკავშირდება. ფესტივალის ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში ხუთი თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები