მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ინნ დეველოპმენტი” ორ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

6371d9496064f
BM.GE
14.11.22 10:30
710
საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით “ინნ დეველოპმენტი” ორ საცხოვრებელ ბინას დიღომში აშენებს, რომლის ფართობიც 33 000 კვ.მ.-ია. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 10 მილიონ დოლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძლებთ ახალი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რომელიც ორ, 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გულისხმობს. კომპლექსი, როგორც საცხოვრებელ ფართს, ასევე სპორტულ მოედანს, პარკინგს, კომერციულ და გამწვანებულ სივრცეებს მოიცავს. რაც მთავარია, ჩვენი საცხოვრებელი სახლები ენერგოეფექტურია და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება. ეს არის “ინნ დეველოპმენტისა” და საქართველოს ბანკის პირველი ერთობლივი პროექტი. სამომავლოდაც მათთან თანამშრომლობას და ამავე მიწაზე ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას ვგეგმავთ“, - განაცხადა “ინნ დეველოპმენტის” წარმომადგენელმა, თამარ კანთელაძემ.

“საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, “ინნ დეველოპმენტთან” ერთად განვახორციელოთ პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროექტია. ეს კი ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კომპანია პროექტის ფარგლებში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დასაქმდება 100 ადამიანი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას და ბიზნესის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები