მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

62b9511fbb119
BM.GE
27.06.22 10:44
958
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კასპის რაიონში, სოფელ თვალადში არსებული ლუდსახარში ფართოვდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 95,000 ლარს უტოლდება. ბანკის მხარდაჭერით კი 47,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

კომპანია ყოველთვიურად 5 ტონა გაუფილტრავ ლუდს აწარმოებს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ახალი სამაცივრე ინვენტარი და ლუდის სახარში ცისტერნები შევიძინეთ. ასევე, გავმართეთ ჭაბურღილი. შედეგად, გაგვეზარდა წარმოებისა და რეალიზაციის მოცულობა. ჩვენს პროდუქციას მისი ნატურალურობა გამოარჩევს და გვსურს, სამომავლოდ მეტად გავზარდოთ წარმოება და ამით ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებას“, - აცხადებს ილია გურასპაშვილი, კომპანიის ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები