მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება

BM.GE
06.04.23 13:00
205
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, „ჯეპრას» და „ქუდოს ჯორჯიას“ ერთობლივი მხარდაჭერით 27 აპრილს, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენს. B2B ფორუმში მეწარმეების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის შემსყიდველი კომპანიები. 

სტუმრები: ოლიკო ნაკაშიძე- საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების პროექტის მენეჯერი;
რატი ანჯაფარიძე - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, ბიზნესის განვითარების სერვისების ლიდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები