მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სამედიცინო მიმართულებით გაფართოვდა

64c252aede44d
BM.GE
27.07.23 15:17
3567
სტატიაში საუბარია:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ბანკის დაფინანსებით სამედიცინო მიმართულებით გაფართოვდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 4 მილიონი ამერიკული დოლარი საქართველოს ბანკის დაფინანსება იყო.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტი 5 სკოლის ფარგლებში 18 საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს და როგორც მისი წარმომადგენელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, GAU-ს სტრატეგიული განვითარება მოიცავს როგორც შიდა, ისე რეგიონულ და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში გასვლას და ორიენტირებას, ასევე შესაბამისი ბაზრებისთვის მისი საგანმანათლებლო პროდუქტის შეთავაზებას. ახალი მიმართულებების დამატება კი საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კიდევ ერთი წინაპირობაა.

"საერთაშორისო სტუდენტების მიერ ბოლო წლებში საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. ამას ცხადყოფს საერთაშორისო სტუდენტების დინამიკა ბოლო დეკადაში, რომელიც 4-ჯერ და მეტად გაიზარდა. მათ შორის ჯანდაცვის პროგრამებზე მოთხოვნა - თითქმის 8-ჯერ", - ამბობენ GAU-ში.

აღსანიშნავია, რომ მედიცინის სკოლისთვის ახალი კამპუსის გახსნის შემდეგ, უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა 2500-მდე სტუდენტი მიიღოს ამ მიმართულებაზე და მიაწოდოს მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროგრამები ჯანდაცვის მიმართულებით.

GAU-ს წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს იმასაც, რომ უნივერსიტეტმა მედიცინის სკოლისთვის ახალი კამპუსის აშენება 2019 წელს დაიწყო და პროექტის საინვესტიციო ღირებულებიდან გამომდინარე, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა სამშენებლო/სარემონტო პროცესის და ვადების უწყვეტად და შეუფერხებლად მართვისთვის.

თავის მხრივ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, მარიამ გოდუაძე გვიყვება, რომ განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ცდილობენ ყველა საინტერესო პროექტის განხორციელებაში ჩაერთონ.

„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება და ჩვენც ბიზნესის მხარეს ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საინტერესო პროექტების განხორციელებას. იქნება ეს ახალი სკოლის, უნივერსიტეტის, მისი კამპუსის მშენებლობა თუ ზოგადად, კაპიტალური დანახარჯებისთვისა და რენოვაციისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფა. ზოგადად, როგორც განათლების მხარდამჭერი ბანკი, ვცდილობთ, განათლების ხელშეწყობისთვის პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელოთ, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ პროექტებს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ პარტნიორებს, განავითარონ უკვე არსებული ბიზნესები ან განახორციელონ ახალი წამოწყებები“, - ამბობს მარიამ გოდუაძე.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები