საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ახლახანს, ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი გაამარტივა და სწორედ ამ მიზნით, ბანკის ორგანიზებით, 21 თებერვალს 19:00-ზე, სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება.
ვებინარზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ბიზნესის ზრდითა და ახალი შესაძლებლობების მოძიებით არის დაინტერესებული.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ კიდევ უფრო მეტი თუ რა არის სატენდერო გარანტია, რატომ სჭირდებათ ის ბიზნესებს და როგორ მოითხოვონ ის ონლაინ, სწრაფად, მარტივად, ფილიალში მისვლის გარეშე, ინტერნეტბანკის მეშვეობით.
ვებინარი გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია 21 თებერვლის 12:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია
„ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებებს და მათ სწორედ იმ პროდუქტებსა თუ სერვისებს, იმ არხში ვთავაზობთ სადაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ან სსიპ ტენდერებში სურთ მონაწილეობის მიღება, ვალდებულება აქვთ, გარანტია წარადგინონ. საქართველოს ბანკი კი ამ კომპანიებს შესაძლებლობა აძლევს აიღონ სატენდერო გარანტია, უზრუნველყოფის გარეშე, ონლაინ, ინტერნეტბანკინგში. ვებინარზე გვსურს ბიზნეს მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენს მიერ დანერგილი სიახლეები სატენდერო გარანტიების მიმართულებით და ის უპირატესობები რასაც საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის ბიზნეს დაკრედიტების Tribe-ის ლიდერმა, თორნიკე ჯავრიშვილმა
ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.