მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის პარტნიორი - "თბილისი დრაი პორტი”

გამომდინარე იქიდან, რომ გეოგრაფიული მდებარეობა ყოველთვის იყო საქართველოს უპირატესობა. ისტორიულად, ჩვენი ქვეყანა აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, დღეს კი ეს პოტენციალი თანამედროვე ინფრასტრუქტურით რეალიზდება. ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც აერთიანებს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო მარშრუტებს, ამცირებს ტვირთების მიწოდების დროს და საქართველოს აქცევს ევრაზიის სატრანზიტო დერეფნის ცენტრალურ კვანძად. სწორედ ეს არის თბილისის მშრალი პორტი, მულტიმოდალური ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც უკვე ცვლის რეგიონის სატრანსპორტო რუკას, ამ ცვლილებების პარტნიორი და მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, რომელიც პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

სტუმრები: მარიამ ჩიხრაძე - "საქართველოს ბანკი"; კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი ნინო ნემსაძე - “თბილისი დრაი პორტი”, დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები