მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge-ს კიდევ ერთი ახალი კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი
29.07.24 12:34
189
სტატიაში საუბარია:

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge განვითარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, პლატფორმას ახალი კურსი დაემატა. კურსი, „როგორ დავთვალოთ სწორად“ საბუღალტრო-საფინანსო საკითხებს ფარავს და მას FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე უძღვება.

კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და იგი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მენეჯერებს თუ ხელმძღვანელებს იმ ბუღალტრული და ფინანსური საკითხების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც კომპანიის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ვიდეო ლექციები შემდეგ თემებს მოიცავს:

  • ბიზნესის სამართლებრივი ფორმები;
  • ბუღალტრული აღრიცხვის როლი ორგანიზაციაში;
  • პირველადი დოკუმენტების მნიშვნელობა;
  • ორგანიზაციისა და მეწარმის პირადი ფულის გამიჯვნა;
  • რა სხვაობაა ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ აღრიცხვას შორის;
  • ფინანსური მოგებისა და ნაღდი ფულის სხვაობის მიზეზები
  • არასამთავრობო ორგანიზაციების გამოწვევები ფინანსურ აღრიცხვაში.

„მცირე და საშუალო ბიზნესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინანსური და ბუღალტრული საკითხების მოწესრიგებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა გზით მხარს ვუჭერთ მათ ამ პროცესების გამართვაში. ვქმნით საგანმანათლებლო კურსებს, ვატარებთ რეგულარულ შეხვედრებს და ციფრულ არხებში ვთავაზობთ შეღავათებს ტექნოლოგიურ პროგრამებზე. აღნიშნული ბიზნესკურსიც სწორედ ერთ-ერთი გამოხატულებაა ჩვენი ძალისხმევისა, გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნესები და მივცეთ მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. პლატფორმა მუდმივ რეჟიმში ახლდება და მომავალშიც არაერთ კურსს შევთავაზებთ ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსის პლატფორმაზე უკვე 50-მდე უფასო კურსი და მასტერკლასია ხელმისაწვდომია.

დარეგისტრირდით კურსზე „როგორ დავთვალოთ სწორად“ ამ ბმულის მეშვეობით ან შეარჩიეთ თქვენს ინტერესებზე მორგებული კურსი ვებგვერდზე Businesscourse.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები