მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის პროექტი გასტროლები დაბრუნდა - გაიგე, სად შეგიძლია ფეხბურთს გემრიელად უყურო

საქბანკი
20.03.24 16:25
437
სტატიაში საუბარია:

თუ საქართველოს ბანკის პროექტ გასტროლებში დიმიტრი რჩეულიშვილთან ერთად აქამდეც „გიმოგზაურია“, გეტყვით, რომ პროექტი კვლავ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქვეყნის მასშტაბით საინტერესო კვების ობიექტების აღმოჩენას. გასტროლები მეორე სეზონით უკვე დაბრუნდა, მისი ახალი ეპიზოდი კი ფეხბურთის გულშემატკივრებს განსაკუთრებით დააინტერესებთ.

21 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ნახევარფინალურ შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება. მათთვის კი, ვინც მატჩის ნახვას სტადიონიდან ვერ ახერხებს და ისეთ ადგილებს ეძებს, სადაც გარემოც სპორტული სულისკვეთებით გამოირჩევა, გასტროლებმა ორი ალტერნატივა უკვე შემოგვთავაზა - „დროშები ჩქარა“ და „PUB 44“.

დროშები ჩქარა

თუ ფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობას ქართული სამზარეულო უხდება, მაშინ ღვინის ბარი „დროშები ჩქარა“ ის ადგილია, რომელსაც თამაშების დღეს უნდა ეწვიო. ბარის სახელი შემთხვევითი არ არის და მისი ინტერიერიც ეროვნულ მოტივებზეა მოწყობილი: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, საქართველოს დროშა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკა ნამდვილად განგაწყობს საგულშემატკივროდ.

დროშები ჩქარა სტუმრებს საქართველოს თითოეული კუთხიდან ყურძნის განსაკუთრებული ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებს სთავაზობს და რასაკვირველია, ეს ყველაფერი კერძების მენიუზეც აისახება.

რაც მთავარია, 15 აპრილამდე ბარში დროშები ჩქარა PLUS ბარათი გადახდისას , 30-ჯერ მეტი პლუს ქულა დაგერიცხება.

PUB 44

PUB 44 სპორტული ატმოსფეროთი დაგამახსოვრებს თავს. სწორედ აქ შეხვდები მაისურს ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფით, როჯერ ფედერერის მიერ ხელმოწერილ ჩოგბურთის ბურთს, ლუის ჰემილტონის კუთხეს და სპორტის სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა გაცოცხლებულ ისტორიებს. ამასთან ერთად, პაბი არაერთი საფირმო კერძსაც შემოგთავაზებს.

რაც მთავარია, როგორც მოახლოებულ საფეხბურთო მატჩს, ისე სპორტის სასურველ სხვა სახეობას PUB 44-ის უზარმაზარ ეკრანებზე შეგიძლია ადევნო თვალი.

აღსანიშნავია, რომ თუ PUB 44-ს 15 აპრილამდე ეწვევი და PLUS ბარათით გადაიხდი, 50-ჯერ მეტი პლუს ქულა დაგერიცხება.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. 21 მარტს გამარჯვების შემთხვევაში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთისა და საბერძნეთის შეხვედრის გამარჯვებულ გუნდთან მატჩს 26 მარტს გამართავს.

უყურე გასტროლების ახალ ეპიზოდს და უგულშემატკივრე ეროვნულ ნაკრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები