საქართველოს ბანკის სტუდენტების დასაქმების ყოველწლიური პროგრამა - ლიდერატორი იწყება. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ბანკმა 2017 წელს დაიწყო, მისი მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის დასაქმების ხელშეწყობა და სასურველი პროფესიის არჩევის პროცესის გამარტივებაა. ამ დრომდე მან 400 მონაწილე გააერთიანა, რომელთა 85% უკვე დასაქმებულია.