საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლის 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეზე. საქართველოს ბანკის იდეათეკაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში განთავსებული 3000-ზე მეტი წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით, იდეათეკაში მოწყობილი STEM კუთხით, სადაც ეცნობიან მომავლის პროფესიების საფუძვლებსა და STEM მეცნიერების ბაზისებს.ინიციატივის ფარგლებში, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომის გასაზრდელად, მანგლისის საჯარო ბიბლიოთეკაში, რიგით 23-ე იდეათეკა გაიხსნა. როგორ ჩაიარა გახსნის ცერემონიამ და რა მნიშვნელობა აქვს იდეათეკის გახსნას რაიონისთვის?