გასულ წელს, საქართველოს IT-სექტორმა 2 მილიარდ 400 მილიონი ლარის მომსახურება გაიტანა ექსპორტზე, რაც რეკორდული ნიშნულია, ეს ვიცით. ისიც არახალია, რომ შემოსავალთან ერთად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც IT-სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, ასევე ანაზღაურება. ქართული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი ფინანსურ ინსტიტუტებზე მოდის, რომლებიც კომპანიებს აფინანსებენ. ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი - საქართველოს ბანკია, რომლის კორპორაციული კლიენტების ჩამონათვალში “ეპამ საქართველოს” ვხვდებით.