მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსების მიღება უკვე IBSU-ს სტუდენტებსაც შეუძლიათ

IBSU
07.12.23 11:37
261
სტატიაში საუბარია:

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. იმისთვის, რომ სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას 13 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე ახორციელებს. ახლახან მათ რიცხვს მეთოთხმეტე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიც (IBSU) შეემატა. რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე IBSU-ს სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს უნივერსიტეტები ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადებით, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღებას მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები შეძლებენ. ამისათვის, მათ უნდა ჰქონდეთ 3.8-ზე მაღალი GPA და სწავლობდნენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • კომპიუტერული მეცნიერება;
  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი;
  • სამართალმცოდნეობა.

„საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სტუდენტების ხელშეწყობისთვის, მათი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარებისთვის ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. რადგან გვჯერა, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა ეს არის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება უკვე საქართველოს 14 უნივერსიტეტში. გვჯერა, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, განვითარდნენ, გახდნენ საკუთარი საქმის პროფესიონალები და ეს ცოდნა მოახმარონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები