მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკის შენობა მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ ბრუტალისტურ შენობას შორის მოხვდა

5756633799d1f
BM.GE
07.06.16 10:00
11256
გამოცემა BBC მსოფლიოს ყველაზე ლამაზ 10 ბრუტალისტურ შენობას ასახელებს. მათგან ერთ-ერთი კი საქართველოს ბანკის სათაო ოფისია.
 
გამოცემა წერს, რომ იმ დროის ქართული არქიტექტურა რეზოლუციური რუსეთის არქიტექტურის გავლენის ქვეშ იყო.

"შენობის დიზაინის მიზანი იყო, რაც შეიძლება პატარა სივრცეზე მომხდარიყო სხვადასხვა ბლოკების განთავსება, როგორც ერთი ხის ბევრი ტოტის. რაც არ უნდა ყოფილიყო მისი მიზანი, ის ნამდვილად სანახაოებრივია", - წერს BBC.

საქართველოს ბანკის სათავო ოფისი, ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა — 1975 წელს აიგო არქიტექტორების, ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტის მიერ.

ქართულ შენობასთან ერთად ათეულში მოხვდა შვეიცარიის დიზაინისა და ხელოვნების კოლეჯის შენობა, ნიუ-იორკის მოსამართლეთა სახლი, რუსეთის საელჩოს შენობა კუბაზე, ბოსტონის მერიის შენობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები