საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი ტრენინგს „პროექტის პრაქტიკული მართვა“ იწყებს. ტრენინგი შემუშავებულია ამ სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის „პროექტის მართვის ინსტიტუტის" (Project Management Institute) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. ყველა მასალა ადაპტირებულია იმისთვის, რომ პროექტის მენეჯმენტის საქართველოში აპრობირებული მეთოდების შესწავლა მოხდეს.
ტრენინგის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს გაეცნოს პროექტის მენეჯმენტს, როგორც ცალკე დისციპლინას, მის აუცილებლობასა და არსებულ უპირატესობებს, პროექტის მენეჯმენტის შემადგენელ კომპონენტებსა და უახლეს მიდგომებს, რომლებიც ტრადიციული პრობლემების გადაჭრისთვისაა მნიშვნელოვანი.
ტრენინგები ჩატარდება სამშაბათს და ხუთშაბათს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში.
კურსის ტრენეტი იქნება ილია რევია − „საქართველოს ბანკის“ IT დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

























