მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკისა და აგროჰაბის კოოპერაცია - რა პროექტები განხორციელდა?

BM.GE
17.05.23 10:21
252
სტატიაში საუბარია:
"აგროჰაბმა" ახალი მარკეტი საბურთალოზე და 3000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გახსნა. "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ამუშავებული საწარმოს პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 8.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი სრულად მოხმარდა სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ და საწარმო დანადგარებს. ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ ცენტრალიზებული საწარმო პროცესით წარმოების მოცულობასა და პროდუქტების სახეობებს ზრდის, თუმცა ლოკალური წარმოებები ფილიალებშიც რჩება.

სტუმრები: ირაკლი კიკალიშვილი - "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ლაშა გოცირიძე - "აგროჰაბის" გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები