საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკისა და კომაროვის სკოლის ორგანიზებითა და ინიციატივით, უკვე მეორე წელია საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის სტემ ოლიმპიადა ტარდება. ამჯერად 10 ფინალისტი უკვე შერჩეულია, ფინალური ეტაპი კი 29 ივნისს გაიმართება. რას მოიაზრებს სტემ ოლიმპიადა და რა არის მისი მთავარი მნიშვნელობა?