საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელებული STEM ოლიმპიადაა. STEM ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 200-მდე სკოლა, 1200-მდე მოსწავლე და 200-მდე მასწავლებელი ჩაერთო. პირველი, თეორიული ტურის შედეგად 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ფინალურ ტურში მონაწილე გუნდები 6 საათის განმავლობაში ინჟინერიის სავარჯიშოებსა და STEM პროექტებზე მუშაობდნენ. საკუთარი ნაშრომები კი დემონსტრაციისთვის კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინეს. ჟიურის დაჯამებული ქულებით 3 საპრიზო ადგილის მფლობელი სკოლა გამოვლინდა. პირველ ადგილზე ქართულ ამერიკული სკოლის გუნდი გავიდა, რომელმაც ჟენევაში, CERN-ის კვლევით ცენტრში საგანმანათლებლო საგზური მოიგო. ამასთან, მათი სკოლის შენობაში მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები კი საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელი ტექნიკითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. აქვე გეტყვით, რომ STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება საქართველოში არსებულ ნებისმიერ სკოლას შეუძლია. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გამოავლინონ ცოდნა– ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში, ასევე პრაქტიკული ინჟინრული ამოცანების ამოხსნაში. აღსანიშნავია, რომ STEM მიმართულებით ახალგაზრდების ცოდნის გასაღრმავებლად, ფინალისტები საქართველოს ბანკისა და კომაროვის სამთვიან უფასო კურსს გადიან და სპეციალურად ფინალური ტურისთვის მომზადებული, განსხვავებული და პრაქტიკული ამოცანებისთვის თავის გასართმევად ემზადებიან.