საქართველოს ბანკი განაგრძობს STEM განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის STEM სკოლა იხსნება. სტემ სკოლაში მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს კომაროვის პროფესიონალი მასწავლებლები ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შეასწავლიან. სკოლაში სულ 150 მოსწავლეს მიიღებენ. სტემ სკოლაში სწავლისთვის აუცილებელია მოსწავლეს 2022 წლის შემოდგომის სემესტრში ფიზიკასა და მათემატიკაში ჰქონდეს 9 ან უფრო მაღალი შეფასება, გაიაროს რეგისტრაცია, რეგისტრაციის შემდგომ კი ონლაინ ტესტირება.