მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის სპეციალური შეთავაზება ბიზნესს მარკეტინგულ პლატფორმებზე

მასტერქარდი
24.04.24 16:07
491
სტატიაში საუბარია:

ბიზნესის განვითარებისთვის მომხმარებლებთან კომუნიკაცია და სწორი მარკეტინგული კამპანიის შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მეწარმეებმა და სტარტაპებმა ეს კარგად იციან, მაგრამ, ხშირად, შეზღუდული რესურსების გამო, ამ პროცესების გამართვა უჭირთ.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნეს მომხმარებლებისთვის გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების ციფრულ ხელსაწყოებზე სპეციალური პირობები დააწესეს. ბიზნესებს უკვე აქვთ საშუალება, ბაზარზე წარმოდგენილი საუკეთესო მარკეტინგული პლატფორმები ფასდაკლებით, ქეშბექით ან უფასო სერვისით გამოიყენონ და ამით ბიზნესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.

სპეციალური პირობები კატალოგში წარმოდგენილ ათობით სერვისზე ვრცელდება, დღეს კი მათ შესახებ მოგიყვებით, რომელთა დახმარებით თქვენი მარკეტინგული კამპანიები განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

Google Ads by MeDigit

ინტერნეტში ძიების 90% Google-ის პლატფორმაზე მოდის, რაც მას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მარკეტინგულ ხელსაწყოდ აქცევს. Google Ads-ის გამოყენებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარამეტრების სწორად შერჩევა, გეგმის შედგენა და კამპანიის ეფექტიანად მართვა, რათა თქვენინ რეკლამა Google-ის საძიებო სისტემაში ბევრ სხვა შეთავაზებას შორის არ ჩაიკარგოს. სწორედ ამ მიზნით, MeDigit-მა Google Ads-ის მართვის სერვისი შექმნა, რომელიც მარკეტინგული მენეჯერის როლს შეასრულებს. ამ სერვისის შეძენა კი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით თითქმის 300-დოლარიანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

Pixlr

ციფრული მარკეტინგი ფოტო და ვიდეო მასალის გარეშე რთულად წარმოსადგენია. ხშირად მარკეტინგული კამპანიის წარმატებას მისი ვიზუალური მხარე განსაზღვრავს. მის შესაქმნელად კი სპეციფიკური ხელსაწყოებია საჭირო.

Pixlr Premium-ის პლატფორმა მომხმარებლებს ფოტომასალის რედაქტირების, დამუშავების და გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. მისი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი ბანერების, პოსტების, სთორების და სხვა სახის კონტენტის მომზადება, რომელიც ბიზნესს სოციალურ მედიასა და ციფრულ არხებში საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის წარმოსაჩენად სჭირდება. პლატფორმა აღჭურვილია AI-ასისტენტით და ის სიმარტივეზეა ორიენტირებული.

საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს ბარათით Pixlr Premium-ზე 25%-იანი ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი.

HubSpot

თუ Pixlr-ის და Google Ads-ის პლატფორმების დახმარებით მარკეტინგული კონტენტიც შექმენით და მისი ინტერნეტში გაშვებაც მოახერხეთ, ახლა მომდევნო ეტაპზე უნდა გადახვიდეთ, რაც მომხმარებლების მოზიდვას და მათ მომსახურებას მოიცავს.

ამ კომპლექსური პროცესის მართვა HubSpot-ის პლატფორმითაა შესაძლებელი. იგი მომხმარებელთან ურთიერთობის, სოციალური მედიის და კონტენტის მართვის, ასევე, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის და ვებჰოსტინგის და ანალიტიკურ სერვისებს გთავაზობთ.

HubSpot-ს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები უკვე 17 წელია, იყენებენ, მისი სერვისის შეძენა კი საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბიზნეს ბარათით 20%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

Customer.io

ბიზნესის წარმატების კიდევ ერთი კომპონენტი მომხმარებლისგან მიღებული შეფასების მოსმენა და გათვალისწინებაა. მომხმარებლები ბიზნესთან კომუნიკაციისას სხვადასხვა არხს ირჩევენ, ამიტომ კომპანიას გამართული საკომუნიკაციო ქსელი უნდა ჰქონდეს და ყველა საჭირო პლატფორმაზე გონივრულ ვადებში პასუხობდეს მათ შეკითხვებსა თუ რჩევებს.

სწორედ ამ სერვისს გვთავაზობს Custumer.io - მულტიმედია მარკეტინგ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციაზეა ორიენტირებული. მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც ტექსტური ფორმატით მარკეტინგული კამპანიის განხორციელება, ასევე მონაცემების დამუშავება, მომხმარებლის ქცევის გაანალიზება და მათგან მიღებული პასუხების საფუძველზე პროდუქტისა თუ სერვისი გაუმჯობესება. Mastercard-ის ბიზნეს ბარათით Customer.io-ს Startup Program-ით სარგებლობა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ პლატფორმებისა, რომელთა გამოყენება საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში შეღავათით შეგიძლიათ. შეთავაზებების კატალოგი ათობით სხვა პლატფრომას აერთიანებს, რომელთაც თქვენი ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა შეუძლიათ, ამიტომ მათ შეთავაზებების გვერდზე აუცილებლად უნდა გაეცნოთ.

თუ ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბიზნეს ბარათი, შეუკვეთეთ იგი ბიზნეს ინტერნეტ ბანკში ან ბიზნეს მობილბანკში მარტივად. ხოლო თუ გსურთ შეღავათებით სარგებლობა, მაგრამ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები