მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეათე ნაკადზე მიღება დაიწყო

ქავერი
26.08.24 12:33
276
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი აგრძელებს მეწარმეობის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ჩართულობით, ახორციელებს მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომლის ფარგლებში ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე სრულ მხარდაჭერას სთავაზობს.

ამჟამად, პროექტის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო. შერჩეული ქალი მეწარმეები 10 დან 13 სექტემბრის ჩათვლით ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორკშოპებში მიიღებენ მონაწილეობას, გაივლიან ონლაინ კურსებს და მიიღებენ რეკომენდაციებს კვალიფიციური მენტორებისგან. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია EFSE Entrepreneurship Academy.

შეხვედრებზე განხილული იქნება საწარმოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, გუნდის მართვა, ფინანსები, კომუნიკაციები და სხვა. პროგრამის მონაწილეებს ამ თემებზე ინფორმაციას შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 4 ღირებულებას ეფუძნება. ესენია:

  • ცოდნა
  • მხარდაჭერა
  • გამოცდილება
  • თანამშრომლობა

პროგრამა მის მონაწილეებს პროფესიული კავშირების დამყარებისა და სანაცნობო ქსელის გაფართოებაში ეხმარება. რაც მთავარია, მათ ბიზნესის გამოწვევების გადაჭრასა და ახალი უნარების განვითარებაში უწყობს ხელს.

„მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გრძელდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მეწარმეებს ნებისმიერი კუთხიდან თუ სფეროდან შეუძლიათ. ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვისმენთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს და ვცდილობთ, ფინანსური, საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის პროექტებითა და ინიციატივებით, მეტი შესაძლებლობები გავუზიაროთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამასთან, შვედეთის მთავრობასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, პროექტს ვაგრძელებთ და მეწარმე ქალებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენასა და გაძლიერებაში ვეხმარებით“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ახალ ნაკადზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. რეგისტრაცია 2 სექტემბრამდე გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები