მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკისთვის კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა გამარტივდება"

5b0d7569af6aa
ნინო კვინტრაძე
29.05.18 19:40
1090
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის განცხადებით, BGEO ჯგუფის გაყოფის შემდეგ, საქართველოს ბანკისთვის კორპორატიულ საბანკო კლიენტებთან უერთიერთობა მეტად მარტივი გახდება.

როგორც კიკნაველიძე ამბობს, აქამდე ბევრი კლიენტისთვის ბანკთან ურთიერთობა ნაკლებად კომფორტული იყო, რადგან თავად ბანკის ჯგუფი მონაწილეობდა იმავე სექტორში.

„გაყოფის შემდეგ ორივე ჯგუფის მენეჯმენტს შეეძლება, რომ კონცენტრირებულები იყოს თავის საქმიანობაზე. რაც შეეხება უშუალოდ ბანკს, მას შესაძლებლობა ექნება, რომ მეტად იმუშავოს კორპორატიული საბანკო მიმართულებით. ბევრი კორპორატიული კლიენტი გვყავდა, რომელიც ნაკლებად კომფორტულად მოდიოდა ჩვენთან საბანკო საქმიანობაზე, რადგან საინვესტიციო ბიზნესის მხრივ იგივე ბიზნესში ვმოღვაწეობდით. გაყოფის შემდეგ ბანკს საშუალება ექნება უფრო ახლოს იმუშაოს კორპორატიულ კლიენტებთან. ჩვენ გაგვიჩნდება ახალი მსხვილი კლიენტი „საქართველოს კაპიტალის“ სახით, რადგან რეგულაციების გამო ნაკლებად შეგვეძლო მასთან მუშაობა“, - ამბობს კიკნაველიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები