საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შემეცნების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის. მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა ქართული წიგნის სახლთან და "ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან" თანამშრომლობით აშენდა.


































