საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესკლიენტებისთვის განსხვავებული კონცეფციის მქონე მომსახურების კიდევ ერთი სივრცე - 4B ფილიალი გახსნა, რომელიც მომხმარებლების საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად შეიქმნა. 4B სივრცეა, სადაც საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო პარტნიორი ბიზნესები განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობენ. მათ აღნიშნულ სივრცეში დახვდებათ: პერსონალური ბანკირის მომსახურება, ექნებათ შესაძლებლობა დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და დაგეგმონ შეხვედრები; ასევე დაესწრონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო ღონისძიებებს; შეხვდნენ დარგის ექსპერტებს, მიიღონ მათთვის სასარგებლო ბიზნესრჩევები და ისარგებლებენ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილი სპეციალური შეთავაზებებით.