აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, სახელწოდებით „ხიდი მომავლისკენ“, საქართველოს ბანკმა მაღალი დონის პანელურ დისკუსიას უმასპინძლა. დისკუსიის ფარგლებში, მხარეებმა ფინანსური ხელმისაწვდომობის გაძლიერებაში ფინტექის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და ხელოვნური ინტელექტის როლი მიმოიხილეს. შეხვედრა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ADB-ის 2030 წლის სტრატეგიასთან, მდგრადი განვითარების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების როლის ხაზგასმას და სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებს შორის დიალოგის დამყარებას ისახავს მიზნად. ეს ინიციატივა საქართველოს ბანკის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომლითაც საქართველოს ბანკი მისთვის დამახასიათებელ სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ზრდის.