მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკმა ახალი კამპანია “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” დაიწყო

პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკმა ახალი კამპანია “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” დაიწყო. კამპანია ერთგვარი გამოწვევაა ბრენდებისთვის - შეუერთდნენ ინიციატივას, რათა პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები აღარ განსაზღვრავს - სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა, თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ კამპანიას უკვე შეუერთდა 10 კომპანია და ბრენდებს კიდევ აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები