მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკმა" ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - განათლების ბანკი შექმნა

5cb5cdad467da
თელარა გელანტია
16.04.19 16:40
1196
„საქართველოს ბანკმა“, განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა -  www.boe.ge შექმნა.

პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს.

როგორც bm.ge-ის „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები - ვებ პლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. www.boe.ge  -ზე განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებზე, რომელსაც ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ახალ საგანმანათლებლო პლატფორმაზე, უკვე დღეიდან, დაიწყო განაცხადების მიღება ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD 2019-ზე. პროექტი საქართველოს ბანკის, Impact Hub Tbilisi-სა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და ის ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. კონკურსი ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი იდეების განსახორციელებლად.

პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების სამთვიან ინკუბაციას და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე დასწრებას.

ყველას, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს იდეა, დაესწროს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვორქშოფებს, უნდა ეწვიონ პლატფორმას https://boe.ge/project/SocialImpactAward  , შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და გახდნენ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამის მონაწილენი.

“საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, არაერთი წელია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდი ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს და თავადაც ქმნის მათ.

სრულიად ახალ ვებ პლატფორმაზე კი, როგორც განათლების ბანკი, თავი მოვუყარეთ ყველა საჭირო ინფორმაციას მათთვის ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება. მოხარული ვარ, რომ სწორედ ამ ვებპლატფორმის საშუალებით ახალგაზრდებს, ვისაც აქვთ იდეები და სურთ მათი განხორციელება, შეძლებენ განაცხადების შევსებას. ბანკი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს და აფინანსებს, ისეთ მნიშვნელოვან პროექტს როგორიც Social Impact Award-ია, რადგან ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, დაისახონ მიზნები, იდეები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და საბოლოოდ ბანკის დაფინანსებით განახორციელონ პროექტები”,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა ხათუნა კაკაბაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები